
🔹 2. სუნი
სველი ნიადაგისა ან ნესტიანი კედლების სუნი, რომელიც სახლში და ოთახებში მუდმივად იგრძნობა, მიუთითებს თვეების ან წლების განმავლობაში დაგროვილ ტენიანობაზე.
ასევე ნესტიანი კედლების სუნთქვა ჩვენი ფილტვებისთვის კატეგორიულად არ შეიძლება და ასეთი ფაქტორები სოკოს და ბევრი ცუდი დაავადების გამომწვევია, ნესტი და სითბო სოკოვანი დაავადებების განვითარებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს, განსაკუთრებით კი დაბალი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში
🔹 3. შეფერილობის ცვლილება
კედლებზე ან ჭერზე გახუნებული ან გამუქებული უბნები.
🔹 4. შებერილი საღებავი ან შპალერი
წყლის ზემოქმედებით ზედაპირები იწყებენ დაშლას, იხევა, სკდება ან ,,ბუშტუკებს'' იკეთებს!
დროულად გაკეთებული წყლის ჟონვის დიაგნოსტირების შედეგად კი თქვენ თავიდან აიცილებთ რემონტის ზედმეტ ხარჯებს!
🔹 5. შეკიდული ჭერის ან შიდა კედლის დეფორმაცია
განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ეგრეთწოდებული ,,ფრანგული ჭერის'' შემთხვევაში, ჭერი ქვემოთ იბერება და უმეტეს შემთხვევაში ოვალურ ფორმასაც კი იღებს.
🔹 6. წყლის წვეთების ხმა
როცა მილიდან წყალი ჟონავს და ეს ადგილი კედელშია დამალული, შეიძლება გარკვეულ მომენტებში, წვეთების ხმა ისმოდეს, და რა თქმა უნდა ეს ჟონვის პირველი მიზეზია.
წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა აპარატით კი დაგიდგენთ გაჟონვის ზუსტ წყაროს და დაგეხმარებათ ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებაში
🔹 7. წყლის წნევის შემცირება
გარკვეულ მომენტებში სახლში შესაძლოა წყლის წნევა შემცირდეს, რაც ასევე წინაპირობაა იმის რომ შესაძლოა თქვენთან წყლის მილი იყოს დაზიანებული.
გარკვეულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია რომ მილი იყოს გაბიდნული ჭუჭყით და გაწმენდა სჭირდებოდეს, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს წყლის ჟონვის ექსპერტი დაგიდგენთ .